JSL jsl.ge 032204949 info@jsl.ge
Website testing and development are in progress.
საზღვაო გადაზიდვა - JSL.ge
სერვისები

საზღვაო გადაზიდვა

საზღვაო გადაზიდვა

სრული კონტეინერის დატვირთვა - ტვირთი ერთ მომხმარებელს ეკუთვნის და სრულად იტვირთება ერთ კონტეინერში, რაც უზრუნველყოფს ტვირთის დაცულობასა და ინდივიდუალურ გადაზიდვას.

ნაკრები ტვირთების გადაზიდვა - მომხმარებელი ინაწილებს კონტეინერს სხვა ტვირთებთან ერთად, რაც ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.

სპეციალური ტვირთების სახეობები:

  • არასტანდარტული ზომის ტვირთები.
  • სახიფათო ტვირთები - შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
  • ტვირთები, რომელსაც სჭირდება მაცივარი ტემპერატურის კონტროლით.
  • გაბარიტული ინდუსტრიული ტვირთები.

ტრანსპორტირების პროცესის ორგანიზება:

  • ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა.
  • ტვირთის კონტეინერში ჩატვირთვა უსაფრთხოების შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენებით.
  • ტვირთის ტრანსპორტირება საწყისი პორტიდან დანიშნულების პორტამდე გემით.
  • სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით ტვირთის საბოლოო მისამართზე მიწოდება.

დოკუმენტაციის მომზადება და მართვა:

  • საზღვაო გადაზიდვის საბუთების მომზადება.
  • საბაჟო პროცედურების შესრულება (იმპორტი/ექსპორტი, რე-ექსპორტი, ტრანზიტი).
  • ტვირთის დაზღვევის უზრუნველყოფა ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე.
  • ტვირთის მონიტორინგი, რათა ტვირთი დროულად და უსაფრთხოდ მიაწვდინოს დანიშნულების ადგილს.

დამატებითი სერვისები:

  • ტვირთის დროებითი შენახვა პორტებში ან საწყობებში, საჭიროების მიხედვით.
  • ერთი გემიდან მეორეზე ტვირთის გადატვირთვის ორგანიზება.
  • საბაჟო საბუთების დამუშავება, იმპორტისა და ექსპორტის რეგულაციების სრული დაცვით.
  • ჩვენი გამოცდილება და პარტნიორობა საერთაშორისო საზღვაო ქსელებთან გვაძლევს შესაძლებლობას:
  • შემოგთავაზოთ მოქნილი და უსაფრთხო მომსახურება.
  • უზრუნველვყოთ ტვირთის სწრაფი და გამჭვირვალე ტრანსპორტირება მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

რატომ საზღვაო გადაზიდვა?

საზღვაო გადაზიდვები ისტორიულად საერთაშორისო ტვირთბრუნვის წამყვანი ნაწილია და დღესაც პოპულარობას ინარჩუნებს. მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 80% იკავებს საზღვაო გადაზიდვები.

საზღვაო ტრანსპორტი ხასიათდება დაბალი ღირებულებით, მაღალი ტევადობითა და ტვირთის მინიმალური მოცულობით. კონტეინერების გამოყენება რეკომენდებულია ტრანსპორტირებადი საქონლის დამატებითი უსაფრთხოებისათვის.