ჩვენ გთავაზობთ სახმელეთო გადაზიდვების სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს ტვირთის მართვის ყველა ეტაპს - დაწყებული მისი მისამართიდან აღებით და დასრულებული დანიშნულების ადგილზე მიწოდებით. ჩვენი სერვისი განკუთვნილია როგორც რეგიონალური გადაზიდვებისთვის, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირებისათვის.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ:
- ტვირთის აღებას მითითებული მისამართიდან.
- მიწოდებას საბოლოო დანიშნულების წერტილში, რაც უზრუნველყოფს თქვენთვის კომფორტს.
სერვისები ტვირთის ტიპის მიხედვით:
- მცირე მოცულობის ტვირთები:
- ტვირთი თავსდება სხვა ტვირთებთან ერთად, რაც ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
სრული დატვირთვის სერვისი:
- ერთი მომხმარებლის ტვირთით სრული სატვირთო მანქანის დატვირთვა.
- ყველა ტიპის ტვირთის გადაზიდვა : მალფუჭებადი, სახიფათო, გაბარიტული და არასტანდარტული ზომის ტვირთები
უსაფრთხოება:
მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, თითოეული ტვირთის დაზღვევა ხდება ტრანსპორტირების პროცესში, რაც უზრუნველყოფს ტვირთის დაცულობას. ვთანამშრომლობთ ისეთ გამოცდილ სადაზღვევო კომპანიასთან, როგორიც არდია.
დოკუმენტაციის მომზადება:
- გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- ინვოისები და გადაზიდვის ხელშეკრულებები.
- საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო საბუთები.
სატვირთო მანქანების ფართო არჩევანი:
- ფურგონები
- კონტეინერიანი სატვირთოები
- მაცივრიანი ტრანსპორტი
- პლატფორმები დიდი ზომის ტვირთებისთვის
შენახვის და გადატვირთვის სერვისები:
- საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის დროებითი შენახვა საწყობში.
- ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
რატომ უნდა აირჩიოთ სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება?
სახმელეთო გადაზიდვასმწამყვანი პოზიცია უკავია ლოგისტიკაში. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი, რომლის აქტუალობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: მოკლე მანძილზე გადაზიდვის შემთხვევაში, სახმელეთო ტრანსპორტი საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ტრანსპორტირების ხარჯები, სატვირთო მანქანებს შეუძლიათ 24 საათიანი მომსახურების მიწოდება, რადგან ეს არ არის დამოკიდებული აეროპორტის, სარკინიგზო ან პორტის გრაფიკზე. სატვირთო ტრანსპორტირების შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ მოქნილი მარშრუტები და ვაკონტროლოთ სატვირთო გადაზიდვა ნებისმიერ ეტაპზე.
ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს:
- ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას, რაც დროისა და ხარჯების შემცირებას გულისხმობს.
- ტვირთის უსაფრთხო და დროულ მიწოდებას.
- სრულ მომსახურებას გაგზავნის წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე.
თქვენი კომფორტი და ტვირთის უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია!