JSL jsl.ge 032204949 info@jsl.ge
10 ნოემბერი 2026

JSL Logistics-მა გერმანიაში გამართულ ლოგისტიკურ სასწავლო ტურში მიიღო მონაწილეობა

JSL Logistics-მა გერმანიაში გამართულ ლოგისტიკურ სასწავლო ტურში მიიღო მონაწილეობა

JSL Logistics-მა, როგორც EU–Georgia Business Council (EUGBC)-ის წევრმა, მონაწილეობა მიიღო 2026 წლის 18–24 ოქტომბერს გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ლოგისტიკურ სასწავლო ტურში.

პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და ორგანიზებით ბერლინში ჩატარდა და ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა.

ვიზიტის ფარგლებში JSL Logistics-ის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ BVL Supply Chain CX-ს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას.

სასწავლო ტურის ფარგლებში გამართული შეხვედრები და დისკუსიები რამდენიმე ძირითად მიმართულებას დაეთმო:

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (Middle Corridor) განვითარებას;

მულტიმოდალურ გადაზიდვებსა და ლოგისტიკის სფეროში ციფრულ ინოვაციებს;

ევროპელ და აზიელ პარტნიორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას.

აღნიშნული ვიზიტი JSL Logistics-ისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის.

JSL Logistics აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და ევროპასა და აზიას შორის ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.