JSL Logistics-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო ,,შავი ზღვის პლათფორმის" რიგით მე-5 გამოფენასა და კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 11-13 მარტს, შეკვეთილში.
,,პორტები და ლოგისტიკა, 2025"-ზე განვიხილეთ საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები და საინვესტიციო შეთავაზებები, რაც ქვეყნის მომავალი მულტიმოდალური სავაჭრო კარიბჭის განვითარებას ემსახურება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ,,შავი ზღვის პლატფორმის" გენერალური პარტნიორები და პარტნიორები. ღონისძიებას უმასპინძლა "ეიპიემ ფოთის ტერმინალმა".