JSL jsl.ge 032204949 info@jsl.ge
Website testing and development are in progress.
18 ივნისი 2025

EUGBC-ის წევრი ორგანიზაციების ვიზიტი Lasare-სა და JSL Logistics-ში

EUGBC-ის წევრი ორგანიზაციების ვიზიტი Lasare-სა და JSL Logistics-ში

11 ივნისს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი ორგანიზაციებისთვის გაიმართა ვიზიტი ლასარეს სატვირთო ტერმინალსა და 𝐉𝐒𝐋 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ში. სტუმრებს, მათ შორის საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, გავაცანით ტერმინალის სერვისები და ტვირთბრუნვის პროცესები.

• ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ტერმინალის თანამედროვე ინფრასტრუქტურა: საბაჟო საწყობი, ადმინისტრაციული და სატვირთო საჰენდლინგო ზონა.

• ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, კომპანია ,,ლასარეს'' და 𝐉𝐒𝐋 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.