_786bd191e17e873ca689b725b93c0b5e.jpg)
JSL Logistics მიწვეული იყო და დაესწრო Security Cargo Network (SCN)-ის დუბაის ოფისის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი და არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის, პროფესიული ქსელის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზარზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
აღსანიშნავია, რომ JSL Logistics უკვე 12 წელზე მეტია Security Cargo Network-ის წევრია და ამ ხნის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს ქსელის სხვადასხვა ინიციატივასა და ღონისძიებაში. აღნიშნული მრავალწლიანი წევრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის საერთაშორისო პროფესიულ ქსელებში აქტიურ ჩართულობასა და გლობალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ასეთი ფორმატის შეხვედრები და ღონისძიებები JSL Logistics-ს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციონირება საერთაშორისო ლოგისტიკურ ბაზარზე და განავითაროს თანამშრომლობა სექტორის წამყვან წარმომადგენლებთან.