JSL jsl.ge 032204949 info@jsl.ge
01 აპრილი 2026

JSL Logistics-მა მონაწილეობა მიიღო The Logistics Expo 2026-ში

JSL Logistics-მა მონაწილეობა მიიღო The Logistics Expo 2026-ში

JSL Logistics წარდგენილი იყო The Logistics Expo 2026-ზე, რომელიც წელს მეორედ გაიმართა. კომპანიისთვის ეს გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან JSL Logistics-მა ღონისძიებაში წელს მეორედ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის ფარგლებში კომპანია საუკეთესო სტენდის დიზაინისთვის დაჯილდოვდა, რაც JSL Logistics-ისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

The Logistics Expo ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გააძლიერონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ პროფესიული გამოცდილება და განავითარონ ახალი თანამშრომლობები.

JSL Logistics მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი პლატფორმისთვის, რომელიც ხელს უწყობს ახალი საქმიანი კავშირების გაძლიერებას და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.